ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო! სიხარულით გაცნობებთ, რომ თითქმის 1 წლის შემდეგ, ხვალ, 15 თებერვალს ჩვენი მოსწავლეები კვლავ დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს.

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

სიხარულით გაცნობებთ, რომ თითქმის 1 წლის შემდეგ, ხვალ, 15 თებერვალს ჩვენი მოსწავლეები კვლავ დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს. დამრიგებლებისგან უკვე გაქვთ ინფორმაცია, რომ სკოლა სრულ მზადყოფნაშია სასწავლო პროცესის სკოლაში გასაგრძელებლად, სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა თავის კლასთან და პედაგოგთან, სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა საკლასო ოთახიდანაც იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც იმ დღეს ვერ მოვლენ სკოლაში.

15 თებერვალს ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში დახვდება კარგად მომზადებული ფიზიკური და სასწავლო გარემო. მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები, ზრუნვის მენეჯერები, სკოლის ადმინისტრაციული და ტექნიკური გუნდი, რომლებსაც საფუძვლიანად აქვთ გაცნობილი პრევენციისა და ჰიგიენის ნორმები, აუხსნიან მოსწავლეებს სკოლაში არსებულ ჰიგიენისა და პრევენციის წესებს. სკოლის ექიმი მუდმივ რეჟიმში იზრუნებს მოსწავლეების ჯანმრთელობაზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს შესაბამის დახმარებას.

აქტიურად იმუშავებენ შესაბამისი სამსახურები იმისათვის, რომ  მარტივად მოხდეს სასკოლო გარემოსთან შეგუება. მოეწყობა შეხვედრები პოზიტიურ გარემოში, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ონლაინ სწავლებისას დაგროვილი გამოცდილებები.

გვინდა მადლობა გადაგიხადოთ მოსწავლეებს ონლაინ სწავლებისას გაწეული შრომისა და მონდომებისთვის,  მშობლებს - ნდობისა  და მხარდაჭერისთვის,  რასაც მუდმივად  ვგრძნობთ და გვაძლიერებს, ასევე - დისტანციურ რეჟიმში შვილების სწავლებისა და განვითარების პროცესში მაქსიმალურად პოზიტიური ჩართულობისთვის. 

მოუთმენლად და სიხარულით ველით ხვალინდელ დღეს და მოსწავლეების სკოლაში დაბრუნებას!

კომაროვის სკოლა გისურვებთ  ჯანმრთელობასა და წარმატებას!


ზემოთ